გურგენიძე ოთარ სოფრომის ძე , (3. X. 1928, თბილისი, – 21. IV. 2007, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1955). საქართვ. სამეცნ.- პოპულ. და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეში" გადაღებული აქვს ფილმები: „სეინერები ზღვაში გადიან" (1961), „დაუმთავრებელი დღიური" (1962, ბ. კრეფსთან ერთად), „ალვანელი მეცხვარეები" (1964), „ვარძია" (1967), „კლდის ვეფხვი" (1968), „სანდრო ახმეტელი" (1969), „ქართული ჭიდაობა" (1971; საპატიო დიპლომი კორტინა-დამპეცოში სპორტ. ფილმების XXVIII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1972), „მონოლოგები პროფესიაზე" (1974), „საგარეჯოელი ფალავანი" (1974), „შემოქმედების სიმფონია" (1975), „სერგო ქობულაძე" (1977), „სულხან ცინცაძე" (1979), „თავკაცი" (1980), "ენგურის ეპოპეა" (1982; სახელმწ. პრემია „ხუთწლედის მატიანე", 1982), „მეორე შტურმი" (1985), „ქალის პორტრეტი" (1987) და სხვ.
ა. გვენცაძე