გურანდუხტი, დავით IV აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული. დავით აღმაშენებლის დამოყვრებამ ათრაქა შარაღანისძესთან ხელი შეუწყო ყივჩაყებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და გარკვეული როლი ითამაშა საქართველოში მათი ჩამოსახლების საქმეში.
ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002.
რ. მეტრეველი