გულუა დავით დავითის ძე

გულუა დავით დავითის ძე (დ. 11. VI. 1954, დაბა ჩხოროწყუ), გენერალ-მაიორი (1993). ვიცე-ადმირალი (2008).

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და მექანიზაციის (1978), იურიდიული (2000) ფაკ-ტები. 1992 აფხ. ცნობილი მოვლენების დროს იყო საქართველოს ეროვნ. გვარდიის საბრძოლო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კორპუსის მეთაურის მოადგილე, 1992 დეკ-იდან – აფხ. ავტონ. რესპ. შინაგან საქმეთა მინისტრი, 1996- იდან – საქართვ. სატრანსპ. პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსი. 1997 მაისიდან სატრანსპ. პოლიციის დეპარტამენტის თავ-რე. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი (2003–08).

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994).

ლ. დოლიძე