გულუა მიხეილ ეგნატეს ძე (3. I. 1905, ბათუმი, – 29. IV. 1967, თბილისი), ინჟინერ-არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1960).
დაამთავრა საქართვ. საინჟინრო-სამშ. ინ-ტი (1932). წლების მანძილზე მუშაობდა ხელმძღვ. თანამდებობებზე სამშ. ორგანიზაციებში – სსრ კავშირის ნავთობის მრეწვ., საქართვ. სახ. მეურნ. საბჭოს ნავთობისა და ქიმ. მრეწვ. სამმართველოს სისტემებში, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორად (1959–67).
იყო რამდენიმე განხორციელებული პროექტის ავტორი. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კომუნ. მშენებლობის ტექნიკუმში, საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. 1936–66 იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის სარევიზიო კომისიის თავ-რე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ს. კინწურაშვილი