გურგენიძე მამუკა

გურგენიძე მამუკა, XVIII ს. II ნახ. პოეტი. ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში. გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნიაზე). დაახლოებული იყო მეფე ვახტანგ VI-ის წრესა და ემიგრანტ მწერლებთან – დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან. დ. გურამიშვილის მიბაძვით გ-მა შეთხზა ვრცელი ლექსი „მზეთა-მზე". მასვე ეკუთვნის მირიან ბატონიშვილისა და დიმიტრი ბატონიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები.

თხზ.: [წიგნში] ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია, ტ. 2, ტფ., 1928.

ლიტ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.

გ. მიქაძე