გულისაშვილი გივი ვახტანგის ძე

 

220px|thumb|გ. გულისაშვილი "ცხენოსნები" 1982. ეროვნული გალერეა თბილისი

გულისაშვილი გივი ვახტანგის ძე, (2. X. 1913, თბილისი, – 24. II. 1995, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1938, მ. თოიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1938-იდან. ქმნიდა თანამედროვეობის ამსახველ სურათებს, პორტრეტებსა და პეიზაჟებს: „შემთხვევა საზღვარზე" (1930), „ცხენების ბანაობა" (1938), „მამაცთა შეჯიბრება" (1953), „ცხენების რემის გადარეკვა" (1957), „ქართლი" (1978), „მეფე ერეკლე" (1983) და სხვ. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც წიგნის გრაფიკოსი. გ-ს ეკუთვნის ილუსტრაციები წიგნებისათვის: ე. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა", ი. ევდოშვილის „საბავშვო მოთხრობები", ა. ხახუტაშვილის „გაზაფხულის მერცხლები" და სხვ.