გუდარეხი - კოშკი, მისი ქვედა სართული არის თაღებით გახსნილი გასასვლელი, ზემოთ – რვამალიანი ფანჩატური, ხოლო მათ შორის სადგომია მოწყობილი. სამრეკლო შემოსილია სხვადასხვა ფერის კვადრებით. განსაკუთრებით დეკორატიულია მისი მდიდრულად მოჩუქურთმებული ფანჩატური. სამრეკლოს აღმ-ით შენობათა მთელი რიგია: პატარა ეკლესია, წინამძღვრის სამყოფელი საკუთარი სამლოცველოთი, საცხოვრ. ოთახები და სხვ. გალავნის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები იდგა. გალავნის წინ ასიოდე მ-ზე XIII ს. პატარა მოხდენილი ეკლესია დგას. იგი შემოსილია ყვითელი და ღვინისფერი თლილი კვადრებით და მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. გალავნის გარეთ ჩანს ნასახლართა ნაშთი. მთავარ ტაძარში მრავალი საფლავის ქვაა, ძირითადად გერმანოზიშვილების გვარისა, აქვეა დაკრძალული მონასტრის აღმდგენელი წინამძღვარი დომენტიც (რესტავრირებულია 2006).
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1980, №53; Т а к а й ш в и л и Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905; Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Гударехи, «ქართული ხელოვნება», 1987, ტ. 9.
ნ. ანდღულაძე
ვ. ჯაფარიძე