გუგუშვილი გიორგი (გია) ბონდოს ძე

 

გ. ბ. გუგუშვილი
გ. ბ. გ უ გ უ შ ვ ი ლ ი „დიალოგი". 1992

გუგუშვილი გიორგი (გია) ბონდოს ძე, (დ. 16. VIII. 1952, თბილისი), მხატვარი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1977, პროფ. კ. მახარაძის სახელოსნო). 1983–89 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილისის მხატვრის სახლთან არსებულ ს. ქობულაძის სახ. ნატიფი ხელოვნების სტუდიაში. 1987–96 იყო საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. გამოფენებში მონაწილეობს 1980-იდან. გ-ის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: სერია „ორი ფლეიტა", „ჩიტებზე მონადირე" (ორივე 1984, მხატვრის საკუთრება), „მუსიკოსი" (1985), „უცნობი", „დასაწყისი" (ორივე 1986, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), „დაგვიანებული მგზავრის სიზმარი" (1987, კერძო კოლექცია, მოსკოვი), „პური" (1988), „პასტორალი" (1991), „დიალოგი" (1992), „თავისუფალი კაცი" (1997) და სხვ.; ნამუშევრების სერიისათვის „დავით გარეჯა", „ღვთისმშობელი", „ნოსტალგია" – მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. გ. აქტიურად მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამართულ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. 1988 ოსაკაში (იაპონია) საერთაშ. გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 2007 გამარჯვება მოიპოვა დუბაის საერთაშ. სიმპოზიუმზე. გ-ის ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში