გუგუშვილი ვლადიმერ ივანეს ძე

გუგუშვილი ვლადიმერ ივანეს ძე  (დ. 17. XII. 1934, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.- მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1991). 1958 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1958–60 მუშაობდა საქართვ. გეოლ. სამმართველოსა და ა. თვალჭრელიძის სახ. კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტში, 1960-იდან, დროგამოშვებით, – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1991–94 იყო საქართვ. გეოლ., გეოდ. და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დირექტორი, 2004–06 – სააქციო საზ-ბა „მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი. გ-ის სამეცნ. 179 შრომები ეხება ვულკანოლოგიისა და პეტროლოგიის საკითხებს, სასარგებლო წიაღისეულის, მ. შ. ფერადი ლითონების საბადოების გენეზისისა და პოსტმაგმური პროცესების როლს დედამიწის ქერქის ფორმირების პროცესში. აღმოაჩინა ორი საბადო (ახალი ბედისეულის ბენტონიტური თიხები და მადნეულის კერამ. ნედლეული). გ. იყო საქართვ. გეოლ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი და დედამიწის შემსწავლელ მეცნ. სამეცნ.-საექსპერტო საბჭოს თავ-რე.

თხზ.: Поствулканический процесс и формирование рудных и нерудных полезных ископаемых в интрадуговых палеорифтах и островных дугах. Монография, Тб., 1981; Вулканизм и поствулканический процесс на рифтовой и островодужной стадии развития Аджаро-Триалетии, Братислава, 1984.

ნ. ძოწენიძე