გუგუშვილი ნოდარ ევგენის ძე, (28. IX. 1927, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 25. X. 1996, თბილისი), სპორტული ჟურნალისტი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). 1950 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი. 1950-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზ. „ლელოში". 1976–80 იყო საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის სპორტ. კომენტატორი, 1984 – ჟურნ. „მართვეს" რედაქტორი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქციის დაარსებიდან (1966) – სპორტის სამეცნ. საბჭოს წევრი, ხოლო 1983-იდან გარდაცვალებამდე – ამავე საბჭოს თავ-რე. აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური მოძრაობის, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს. მ. კაკაბაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1993). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1996 დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
თხზ.: ჩვენი ჩემპიონები, თბ., 1965; ოლიმპიური ემბლემით სამყაროს გარშემო, თბ., 1973; სპორტის ოქროს ზამთარი, თბ., 1976; ოლიმპიური ენციკლოპედია, თბ., 1997.