გუგუნავა ნანი ახმედის ასული (დ. 21. III. 1937, ბათუმი), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001). 1961 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწ. პედ. ინ-ტი. 1961–67 იმყოფებოდა სხვადასხვა პედ. და ადმ. თანამდებობებზე. 1967-იდან იქვე კითხულობს ლექციებს ბიოლოგიის კათედრაზე, 1975-იდან ეწევა საზ. მოღვაწეობას: იყო აჭარის არ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1986–93); აჭარის არ განათლების მინისტრი (1993– 2004). 2004 აირჩიეს აჭარის არ პარლამენტის სენატორად და სენატის სამდივნოს თავ-რედ. 2009-იდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწ. უნ-ტის სრული პროფესორია. დაჯილდოებულია 177 ღირსების ორდენით (1997); მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწ. პრემიით (1999).