გრიგოლია კონსტანტინე გრიგოლის ძე [27. IX (10. X). 1904, სოფ. ჭითაწყარი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 13. V. 1982, თბილისი], ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1956), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1930 დაამთავრა თსუ-ის პედაგოგიური ფაკტის ისტორიული განყ-ბა. 1936–53 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – გამგედ. ამავე პერიოდში კითხულობდა საქართვ. ისტორიის ზოგად კურსს თბილ. და ბათუმის პედ. ინ-ტებში. 1942-იდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედ. საქმიანობას თსუ-ში. იკვლევდა ქართ. წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს.
თხზ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან, ნაწ. 1 – ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1954; რას მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრება", გამოც. მე-2, თბ., 1971.