გრიგოლია ნოდარ გიორგის ძე

 გრიგოლია ნოდარ გიორგის ძე  (დ. 1. VI. 1945, სოფ. ჭოგნარი ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1994). 1968 დაამთავრა თსსუ. 1971-იდან მუშაობდა თსსუ-ის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრაზე (1994-იდან – კათედრის გამგე). 1995–2010 მოსკოვის, მიუნხენის და ევროპის სხვა წამყვან კლინიკებში მიწვეული იყო პროფესორის სტატუსით. გ. არის თსსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი, 1995-იდან – თბილისის გრ. მუხაძის სახ. ქირურგიული საზ-ბის თავმჯდომარის მოადგილე. საერთაშ. ევროპის ქირურგთა ასოციაციისა (1998) და საერთაშ. გასტრო-ჰეპატოლოგიური საზ-ბის წევრი (1994). გ-ს ეკუთვნის მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 7 მონოგრაფია, 2 გამოგონება და 4 რაციონალიზატორული წინადადება. გამოცემული აქვს 6 სახელმძღვანელო. მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება გასტროენტეროლოგიის აქტუალურ საკითხებს.

თხზ.: კლინიკური ქირურგია, თბ., 1998; ზოგადი ქირურგია, თბ., 2005; ქირურგიული დაავადებები, თბ., 2009.