გოქსაძე რობერტ შალვას ძე (დ. 8. III. 1931, ბაღდათი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1972), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). 1953 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1957–64 მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.- კვლ. ინტში ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყ-ბის გამგედ. 1964–75 იმავე განყ-ბას ხელმძღვანელობდა თბილისის მეტროლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში. 1975–90 იყო მიკროელექტრონიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში "მიონი" მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე. პარალელურად, ლექციებს კითხულობს საქართვ. ტექ. უნტში უმაღლესი მათემატიკისა და მიკროელექტრონიკის კათედრებზე. 1997-იდან უფრ. მეცნ. თანამშრომელია მართვის სისტემების ინ-ტში. გ-ის კვლევის მიმართულებაა ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და ზოგადი ფარდობითობის თეორიის საკითხები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Скалярные поля в анизотропных неоднородных средах, Тб., 2009 (თანაავტ.: А. А. Нергадзе, Р. И. Чиковани)