გრიგოლი მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი

გრიგოლი მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი. 1437–39 მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც იოანე ეპისკოპოსთან ერთად საქართვ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა. კრების მოწვევის მთავარი მიზეზი იყო ოსმ. წინააღმდეგ გაერთიანების საკითხი. დას. ევრ. ქვეყნების უმაღლესმა ხელისუფლებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. კრებაზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს პაპისაგან რეალური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. გ-მა ეკლესიების გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერა.

ლიტ.: ჟ უ ჟ უ ნ ა ძ ე ო., XV ს. პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970.

დ. ნინიძე