გოძიაშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე [2 (14). I. 1899, თბილისი, – 24. VIII. 1965, იქვე], რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1941). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ბათუმში 1917. 1918-იდან მსახიობად მუშაობდა თბილ. მუშათა თეატრში, სოხუმის, ჭიათურის თეატრებში. 1926 დაამთავრა ქართ. დრამ. სტუდია (მოსკოვი) ვ. მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის თეატრებში და თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. (1932–35) თეატრში. 1936–47 ხელმძღვანელობდა ფოთის თეატრს, სადაც დადგა სპექტაკლები: სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე", კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა", ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი", ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი" და სხვ. 1948– 56 იყო თბილ. სანკულტურის თეატრის რეჟისორი. დადგა: თ. სვანის „სვანეთის მთებში", გ. ბერძენიშვილის „ჩემი სილამაზე", რ. ქორქიას „მაიას წყარო" და სხვ. 1949– 50 და 1960–61 თელავის თეატრში დადგა სპექტაკლები – ვ. პატარაიას „უჩა-უჩარდია", გ. ბერძენიშვილის „გული ხელისგულზე" და სხვ. 1956–58 გ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მთ. რეჟისორად, სადაც განახორციელა დადგმები: დ. თაქთაქიშვილის „შარავანდედი", გ. ქელბაქიანის „ხმა გულისა" და სხვ. იყო აგრეთვე თბილ. ესტრადის თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი (1923–30), ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის რეჟისორი (1935–36).
ლიტ.: კ ვ ი ნ ტ რ ა ძ ე - გ ო ძ ი ა შ ვ ი ლ ი ც., ნიკო გოძიაშვილი, თბ., 2006
შ. ცუცქირიძე