გოკიელი გაბრიელ იოსების ძე

გოკიელი გაბრიელ იოსების ძე (1869, ახალციხე, – 18. II. 1958, ქუთაისი), ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1898 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო მოსკ. თერაპიულ კლინიკაში პროფ. ა. ოსტროუმოვთან. შემდეგ პარიზში ეუფლებოდა მკურნალობის ფიზიოთერაპიულ მეთოდებს. 1901-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში. გ. საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ერთ-ერთი პიონერი იყო. მისი თაოსნობითა და ნაწილობრივ მისივე სახსრებით ქუთ. აგრონ. ტექნიკუმთან აშენდა ამბულატორია და რამდენიმესაწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე ქუთ. დრამ. თეატრის მსახიობებს. გ. იკვლევდა ქართ. ხალხ. მედიცინის ისტ. საკითხებს, აბასთუმნის საკურორტო ფაქტორებს, აქვეყნებდა სამეცნ.-პოპულ. წერილებს. იყო ქუთ. საექიმო საზბის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ლიტ.: მ ე ფ ი ს ა შ ვ ი ლ ი გ., თეატრის მოამაგე ექიმები, თბ., 1975; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე ს., გაბრიელ გოკიელი, თბ., 1973.

მ. შენგელია