გოკიელი ჯემალ ივანეს ძე

ჯ. გოკიელი

გოკიელი ჯემალ ივანეს ძე (4.VIII. 1920, ქუთაისი, – 14. IV. 1991, თბილისი), დირიჟორი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). კომპოზიტორ ი. გოკიელის ვაჟი. 1943 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია საოპერო-სიმფ. დირიჟორის სპეციალობით (ო. დიმიტრიადის, მ. სტოლიაროვისა და ა. გაუკის კლასები, 1937-მდე ერთხანს, ე. მიქელაძის კლასშიც მეცადინეობდა). 1944–48 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის, ხოლო 1948-იდან – საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრის დირიჟორი. რეპერტუარში ჰქონდა მსოფლიოს კლასიკური და ქართ. მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. გ. იყო ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი (რ. ლაღიძის სიმფ. პოემა „სამშობლოსათვის", ი. გოკიელის არაერთი ნაწარმოები და სხვ.). ავტორია რამდენიმე საორკესტრო ტრანსკრიფციისა. 1956–85 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. კონსერვ. საგუნდო- სადირიჟორო კათედრაზე.

გ. ტორაძე