გოგოლაშვილი მარგარიტა (მარგო) კონსტანტინეს ასული

გოგოლაშვილი მარგარიტა (მარგო) კონსტანტინეს ასული (30. V. 1911, თბილისი, – 28. X. 2002, იქვე), თეატრმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). 1931 დაამთავრა თსუ-ის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკტი, 1937 – სასცენო ხელოვნ. უმაღლესი კურსები (ხელმძღვ. ა. ფაღავა).

ველისციხის სახელმწ. თეატრში დადგა ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი" და ნ. სტეპანოვის „პატრიოტები". 1952–53 იყო თბილ. თოჯინების სახელმწ. ქართ. თეატრის დირექტორი. 50-იანი წლებიდან პრესაში აქვეყნებდა წერილებსა და რეცენზიებს. თანამშრომლობდა ქართ. და რუს. ენციკლოპედიების რედაქციებთან, ჟურნ. „ტეატრთან" (მოსკოვი).

თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის „ლამაზი მამაკაცი" (მ. გიჟიმყრელთან ერთად), მაქსიმ გორკის „მოხუცი", „ბარბაროსები"; თ. მეტერლინკის „მონა ვანა" და სხვ.

თხზ.: მესხეთის თეატრი, თბ., 1974.

შ. ცუცქირიძე