გოგოლაშვილი შოთა მინას ძე

 

შ. გ ო გ ო ლ ა შ ვ ი ლ ი "ჩანახატი". XX ს. 80-იანი წლები კერძო კუთვნილება.

გოგოლაშვილი შოთა მინას ძე (28. V. 1927, თბილისი, – 28. I. 2007, იქვე), კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1970).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956). მისი პედაგოგები იყვნენ ა. ციმაკურიძე, კ. სანაძე.

1957-იდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" მხატვარი. გააფორმა ფილმები: „ხევსურული ბალადა" (1965), „მალე გაზაფხული მოვა" (1967), „დიდოსტატის მარჯვენა" (კ. ხუციშვილთან ერთად, 1969), „წუთისოფელი" (1971), „ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974), „მოხეტიალე რაინდები" (1975), „წინაპართა მიწა" (1979), „წერილები ბამიდან" (1980), „ფესვები" (1986), „აშუღი ქერიბი" („აშიკი ქერიბი", 1988, მხატვრობისათვის მირებული აქვს ევროპული კინოს პრიზი (ბერლინი), „ვალსი პეჩორაზე" (1990) და სხვ.

გ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია: მახვილი კომპოზიცია, კადრის სივრცის შეგრძნებისა და გადმოცემის უნარი. მისი დაზგური ნამუშევრებია: „წისქვილი" (1986, საქართვ. ეროვნული გალერეა); „გზა" (1985); „სვანეთი" (1986) – ორივე ა. პუშკინის სახ. ხელოვნ. მუზეუმი, მოსკ.