გურგენიძე ალექსანდრე ერმალოზის ძე (8. VII. 1916, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1975, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (6. III. 1945). 1934 დაამთავრა თბილ. სას.-სამ. ტექნიკუმი, 1934– 37 სწავლობდა ქ. სვერდლოვსკის სამშენებლო ინ-ტში, 1937-იდან გაიწვიეს წითელ არმიაში. 1940 დაამთავრა ქ. ჩკალოვის სამხ.-საჰაერო სასწავლებელი. 1940–42 ჩკალოვის აეროკლუბში მუშაობდა მფრინავ-ინსტრუქტორად. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ლენინგრადთან, ვიბორგთან, შემდეგ – ესტონეთსა და ლატვიაში. მტრის გემების ჩაძირვისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ტ. ჩინჩილაკაშვილი