გოგიაშვილი ლიანა ევტიხის ასული

გოგიაშვილი ლიანა ევტიხის ასული (3. X. 1944, თბილისი), პათოლოგ-ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1990).

1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1972 იყო ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინსტიტუტის ციტოლოგიის განყ-ბის უმცროსი, უფროსი (1976–86) და მთავარი მეცნ. თანამშრომელი (1986–2005), 2005–06 – ადამიანის ზოგადი პათოლოგიისა და ადამიანის ეკოლ. განყ-ბის გამგე, 2006-იდან არის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს.

თხზ.: Регенерация почки в раннем постнатальном периоде развития организма, Тб., 1978; Функциональная морфология сердечно-легочного синдрома, Тб., 1982 (თანაავტ. З. Г. Цагарели); Ультраструктура сердечно- сосудистой системы в норме и патологии, Тб., 1986 (თანაავტ.).