გოგიაშვილი ომარ გიორგის ძე (დ. 22. X. 1941, თბილისი), პოლიტოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1988), საქართვ. განათლების აკად. წევრი და დამფუძნებელი (1996). 1964
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1964–73 კომკავშირულ საქმიანობას ეწეოდა. 1973-იდან იყო თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1975–79), თსუ-ის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე, პოლიტ. მეცნიერებათა კვლევის ცენტრის დირექტორი (1998– 2006). საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიის (ყოფ. ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინ-ტი) რექტორი (1984– 2005). ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის უნ-ტის პროფესორი (2007–09), საქართვ. საპატრიარქოს ქართ. უნ-ტის პროფესორი (2009-იდან).
იკვლევს შრომის ორგანიზაციის, სოციალურ, პოლიტიკისა და ქართ. პოლიტოლოგიური მემკვიდრეობის საკითხებს.
თხზ.: შრომის სტიმულები, თბ., 1978; ივანე ჯავახიშვილი და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა, თბ., 1998 (თანაავტ.); პოლიტიკური იდეოლოგიები, თბ., 2003; ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიები, თბ., 2004 (თანაავტ.); ილია დღეს (იდეოლოგია და პოლიტიკა), თბ., 2008; Безумные и безумцы (Незанимательная грузинофобия), Тб., 2004; იგივე გამოც. მოსკ., 2005 (თანაავტ.); Эпидемия идиотизма (о незанимательной грузинофобии и не только о ней), Тб., 2006 (თანაავტ.).