გოცირიძე გიორგი დავითის ძე [1 (13). XI. 1899, განჯა, აზერბაიჯანი, – 12. XI. 1959, თბილისი], ჩარხმშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1957). 1924 დაამთავრა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტი. 1945–59 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. გ-ის მიერ შემუშავებული ჩარხების ამძრავების კინემატიკური გაანგარიშების განზოგადებულ მეთოდსა და ფორმულებს იყენებდნენ სამეცნ.- კვლ. ინ-ტები, საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციები და ჩარხსაშენებელი ქ-ნები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.