გოცირიძე დავით ზურაბის ძე

დ. გოცირიძე

გოცირიძე დავით ზურაბის ძე (30. III. 1952, თბილისი, - 14. I. 2022, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1989), რუსისტთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1974). 1978 მუშაობა დაიწყო თსუ-ში. 1987–2006 იყო რუს. ენის კათედრის გამგე. 2006–09 მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტში; 2009-იდან მუშაობს თსუ- ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტზე სრულ პროფესორად. გ-ის სამეცნ. მოღვაწეობის სფეროებია: ზოგადი ენათმეცნიერება, კომუნიკაციის თეორია, ფსიქოსოციოლინგვისტიკა , თარგმანის თეორია და ისტორია. მონოგრაფიისათვის „ნარკვევები რუსული გრამატიკული აზრის ისტორიიდან" (თანაავტორი – პროფ. გ. ხუხუნი) მიენიჭა ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტის სამეცნ. პრემია (1984). არის რამდენიმე პროფ. სამეცნ. საზ-ბის წევრი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (სანქტპეტერბურგი, ნიუ-იორკი და ა. შ).

თხზ.: Очерки по истории русского и западноевропейского перевода, Тб., 1986; Принципы контрастивного исследования фразовых текстов, в кн.: Der Text und seine Struktur, Jena, 1990; Возрождение и Реформация в истории перевода и переводческой мысли, Тб., 1994; Русская лингвистическая мысль первой трети 20- ого века, Тб., 2000.