გორდელაძე დავით გიორგის ძე (დ. 3. III. 1946, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997); 1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1980–97 იყო თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის თანამშრომელი (1995–97 – კათედრის პროფესორი), 1997–2005 – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე, 2000–05 – მედ. ფაკ-ტის დეკანი. 2004-იდან საქართვ. თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტია. გ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: მინერ. ცვლა, ლაზეროთერაპია, ჰეპატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გულის კუნთის მორფოლოგია, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგია, ბიოეთიკა, სამედ. სამართალი. გ. არის სამეცნ. შრომებისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს საავტორო მოწმობა 2 გამოგონებაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
თხზ. : გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს, თბ.,1976.