გორდელაძე თეიმურაზ დიმიტრის ძე 

 გორდელაძე თეიმურაზ დიმიტრის ძე  (დ. 12. VIII. 1925, თბილისი), პათოლოგანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972). 1948 დაამთავრა თბილ. სახელმწიფო სამედ. ინ-ტი. მუშაობდა იქვე პათოლ. ანატ. კათედრის პროფესორად (1971–78). იყო ამავე ინ-ტის სასამართლო მედ. კათედრის გამგე (1979–98), 1998-იდან არის ამ კათედრის პროფესორი, პარალელურად 1993-იდან – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტის პათოლოგიის კათედრის პროფესორი. გ-მ ექსპერიმენტულად შეისწავლა სიმსივნეებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინერვაციის საკითხები, ზოგიერთი ძუძუმწოვარი ცხოველის ვირუს-პოლიომა 2510 By შტამით გამოწვეული სიმსივნეების პათოლ. ანატომია და სხვ. გ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოს ("სასამართლო მედიცინა": 1995, 1998, 2001, 2008) ავტორია. გ. იყო პათოლოგანატომთა საკავშ. სამეცნ. საზ-ბის გამგეობის წევრი (1974–80), საკავშ. სამედ. ჟურნ. "Судебная медицинская экспертиза"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი (1980–90) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

თხზ.: შუა ტვინის დაზიანებანი ქალატვინის მძიმე ტრავმის დროს, « თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის შრომათა კრებული», 1997, ტ. 33; Гистохимия и электронная микроскопия в клинической и экспериментальной медицине, М., 1975 (თანაავტ.).