გორდელაძე ირაკლი ერმალოს ძე 

 

ი. გ ო რ დ ე ლ ა ძ ე „მამლუქი". 1958

გორდელაძე ირაკლი ერმალოს ძე, (23. VII. 1921, თბილისი, – 29. VIII. 1998, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1958). მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, ს. ნადარეიშვილი, კ. სანაძე. აქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1969-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1958-იდან. გ. ძირითადად ქმნიდა პლაკატებს, რ-თაგან აღსანიშნავია ისტ. და პოლიტ. თემებზე შექმნილი: „თბილისის 1500 წელი" (1957), „საშიში ბუდე" (1964), „ქალთა საერთაშორისო დღე" (1975), „ფრთხილად, დედამიწაა!" (1982) და სხვ. საყურადღებოა ასევე თეატრ. სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის შექმნილი აფიშები: „რიჩარდ III" (1957, სხვა ავტორებთან ერთად), „მამლუქი" (1958), „მაია წყნეთელი" (1962). გ. ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის ილუსტრატორად.

გ. მასხარაშვილი