გორდეზიანი დავით გიორგის ძე

დ. გორდეზიანი

გორდეზიანი დავით გიორგის ძე  (9. XII. 1937, თბილისი, - 18. III. 2015, იქვე), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1985). კომპიუტერულ მეცნ. და სისტემების საერთაშ. აკად. ნამდვ. წევრი (1993), საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1994) და მისი საპატიო პრეზიდენტი (2006), საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვ. წევრი (2007). დაამთავრა თსუის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1961). 1962-იდან კითხულობს ლექციებს თსუ-ში, 1964–68 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, 1968-იდან – თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1979–85 იყო ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში, 1985–2007 – ინ-ტის დირექტორი. 2009-იდან არის პროფესორემერიტუსი. კვლევის ძირითადი თემაა: საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული რეალიზაცია, წრფივი და არაწრფივი ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შექმნა და დაფუძნება. აქვს ოთხი გამოგონება, ორი პატენტი აშშ-სა და დანიაში, არის სამი მონოგრაფიის ავტორი. სამეცნ. პედ. და სამეცნ.- ორგანიზაციული საქმიანობისათვის დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1998, 2010) და ღირსების ორდენით (1998). მიღებული აქვს სხვა სახელმწ. ჯილდოები.