გურზმუცელა ნემსიყლაპია

გურზმუცელა ნემსიყლაპია

გურზმუცელა ნემსიყლაპია,(Cordulegaster insignis), მწერი გურზმუცელასებრთა ოჯახისა. მკვეთრი შეფერილობის მოზრდილი ნემსიყლაპიაა. გავრცელებულია წინა აზიაში, პელოპონესის ნ.-კ-ზე (საბერძნეთი), ამიერკავკ. და შუა აზიის მთებში, საქართველოში – მხოლოდ ლაგოდეხში. იშვიათი სახეობაა. უფრო ხშირად გვხვდება არაქსის შუა დინების მიდამოებში და ყარაბაღის ზეგანზე. ბინადრობს მთის მდინარეებსა და ანკარა ნაკადულებთან. ფრენს მაისის ბოლოდან ივლ. ბოლომდე. მთაში ვრცელდება ზ. დ. 1300 მ-მდე, ეკოლ. თვალსაზრისით მეტად საინტერესო სახეობაა. ახასიათებს ინტენს. ფორმათწარმოქმნის პროცესი. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".