გორდეზიანი მარლენ შალვას ძე 

მ. გორდეზიანი

 გორდეზიანი მარლენ შალვას ძე (დ. 29. VII. 1938, თბილისი), ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (1997). ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1996). დაამთავრა საქართვ. ზოოტექ. სავეტერინარო ინ-ტი (1962). 1965-იდან მუშაობს ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლ. ინ-ტში უმცროსი (1965), უფროსი (1971) და წამყვანი მეცნ. მუშაკის თანამდებობებზე (1975). 1978-იდან იყო „ბიოლოგიური ჟანგვის" ლაბორ. გამგე, მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2003). მისი სამეცნ. შრომები ეხება დაბინძურებული გარემოს ბიოლ. მეთოდებით აღდგენას. არის აკად. ს. დურმიშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი ბიოქიმიაში.

თხზ.: ბიოფიზიკური ქიმია და სოფლის მეურნეობა, თბ., 1971 (თანაავტ.: კ. გორდეზიანი, დ. უგრეხელიძე); ეკოლოგიის ქიმიური საფუძვლები, თბ., 2000 (თანაავტ. გ. კვესიტაძე); ბიოენერგეტიკა და ჟანგვითი პროცესების რეგულაცია თბ., 2004 (თანაავტ.: გ. ხატისაშვილი, ე. კირთაძე); მემბრანული ქსენობიოქიმია, თბ., 2005 (თანაავტ. გ. ხატისაშვილი).