გორდაძე გიორგი სერაფიონის ძე [20. III(2. IV). 1911, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 30. VIII. 1976, თბილისი], ფიზიკოსი, კვანტური ქიმიის ფუძემდებელი საქართველოში. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961). დაამთავრა თსუ (1930). 1934 მუშაობა დაიწყო იქვე. 1935–37 იყო თსუ-ის თეორ. ფიზ. კათედრის გამგე, 1936–37 – თსუ-ის ფიზ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის დირექტორი. 1947–54 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. და გეოფიზ. ინ-ტში, პარალელურად – თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (1948–55), 1954–76 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში გ-მ ჩაატარა უმარტივესი სამატომიანი მოლეკულების კვანტური გამოკვლევა და სხვ.
თხზ.: ქიმიური ვალენტობის კვანტურ-მექანიკური თეორიის თანამედროვე მდგომარეობისათვის, ტფ., 1936; ზოგადი ფიზიკა, თბ., 1960.
ლიტ.: Ч и т а я Г., Ч и м а к а д з е Г., Гордадзе Георгий Серапионович, «საქართველოს პოლიტექნიკური ინ-ტის სამეცნ. შრომები», 1978, № 9 – მყარი ტანის ფიზიკა (ახლავს გ-ის შრომების ბიბლიოგრ.).
ვ. პარკაძე