გორგაძე ბიძინა ვასილის ძე

გორგაძე ბიძინა ვასილის ძე (17. XI. 1919, ოზურგეთი, – 11. IX. 1992, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1961). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1947, უ. ჯაფარიძის კლასი). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1947-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გ. პეიზაჟისტია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა იყო საქართვ. ისტ. წარსულისა და აწმყოს ასახვა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „რუსთავი" (1952–53), „ბათუმი" (1953), „ელბაქიძის აღმართი" (1955), „ზღვის პეიზაჟი" (1958), „შემოდგომა" (1981) და სხვ. გ. მონაწილეობდა საზღვარგარეთ (პოლონეთი, 1959; გერმანია, 1969) მოწყობილ ქართვ. მხატვართა გამოფენებში.