გონაშვილი  შალვა გიორგის ძე

გონაშვილი  შალვა გიორგის ძე [23. XI (5. XII). 1901, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 8. IV. 1969, თბილისი], ბიოქიმიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1929 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო თბილ. ზოოტექ. საცდელ სადგურში. 1930–41 იყო მოსკ. რძის მრეწვ. საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ასპირანტი, შემდეგ – უფროსი მეცნიერი მუშაკი. 1945– 59 მუშაობდა საქართვ. მეცხოველეობისა და ვეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბიოქიმ. ლაბორ. გამგედ. 1959–69 იყო საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის ბიოქიმიის განყოფილების გამგე. მისი შრომები ეხება რძის ბიოქიმ. და ფერმენტების პრობლემებს, საკვებ საშუალებათა ქიმ. შედგენილობას და სხვ. გ. იყო სას.-სამ. ცხოველთა ფიზიოლ. და ბიოქიმ. საკავშ. საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

თხზ.: რძისა და რძის პროდუქტების ქიმია და ანალიზი, თბ., 1963.

ო. მეგრელიძე