გომელაური ვახტანგ ივანეს ძე [8(21). IX. 1914, ჭიათურა, – 24. XII. 1995, თბილისი], მეცნიერი ენერგეტიკისა და ტექნიკური თბური ფიზიკის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979). ტექ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). საქართვ. მეცნ. აკად. გამოყენებითი მექან. და მართვის პროცესების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1983–87). 1936 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი ინჟინერ-თბოტექნიკოსის კვალიფიკაციით. 1938–45 მუშაობდა თბილ. თბოელექტროცენტრალში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1947– 59 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბოტექ. განყ-ბის გამგე, 1959–65 – ამავე ინ-ტის თბოგადაცემისა და წვის განყ-ბის გამგე, 1965–70 – სტაბილური იზოტოპების ინ-ტის თბური ფიზ. განყ-ბის გამგე, 1965–83 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის თეორ. და ზოგადი თბოტექ. კათედრის პროფესორი. პარალელურად იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. გ-ის ძირითადი შრომები ეხება თბოგაცემის პროცესების ინტენსიფიკაციის ექსპერ. შესწავლას, თბური ტუმბოს სისტემის გამოყენებას სამრეწვ. და კომუნალურ ენერგეტიკაში, ატომური და ჰიდრავლიკური ელექტროსადგურების კომპლ. გამოყენებას ენერგოსისტემაში. მონაწილეობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინტის ატომური ცენტრის შექმნაში, თბილ. თბოელექტროცენტრალის აგებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოში თბოტექ. მიმართულების რამდენიმე კვლევითი ლაბორატორია. 1987–95 იყო საქართვ. მეცნ. აკად. მართვის სისტემების ინ-ტის დირექციის მრჩეველი.
თხზ.: სითბოს და მასის გადაცემის თეორიის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 1974; О применении тепловых насосов на чайных фабриках Грузинской ССР, «ა. დიდებულიძის სახ. ენერგეტიკის ინ-ტის შრომები», 1956, ტ. 10 (თანაავტ. А. И. Мусхелишвили); Влияние искусственной шероховатости на конвективный теплообмен, «ფიზიკის ინტის შრომები», 1963, ტ. 9.
თ. მაგრაქველიძე