გომართელი ანზორ გაიოზის ძე

 

ა. გ. გ ო მ ა რ თ ე ლ ი "ვაზის დედა" 1971 კერძო კუთვნილება

გომართელი ანზორ გაიოზის ძე (10. III. 1936, თბილისი, – 23. IV. 1992, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1976). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1962), პროფ. ნ. კანდელაკის სახელოსნო. 1963-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1986-წლოვანი ნამუშევრები: ექვთიმე თაყაიშვილის (1982, ბრინჯაო, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ვ. ნემიროვიჩდანჩენკოს (1983, ბრინჯაო, სოფ. შემოქმედი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ს. მესხის (1985, ბრინჯაო, ქუთაისი), დ. სარაჯიშვილის (1991, ბრინჯაო, საქართვ. მწერალთა კავშირი, თბილისი) ძეგლები; შინმოუსვლელთა მემორიალი ბოლნისსა და ხობში (1976, ქვა), მ. ჯავახიშვილისა (1988, ქვა, სოფ. წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი) და კ. ლესელიძის (1975, ბრინჯაო, ოზურგეთი) ბიუსტები; კომპოზიცია „დაუმთავრებელი ფანტაზია" (დაჯილდოვდა ვროცლავის მხატვართა კავშირის დიპლომით, პოლონეთი).