გომართელი თამარ კაპიტონის ასული (31. XII. 1915, სოფ. სუფსა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. II. 1999, თბილისი), ჟურნალისტი, თეატრმცოდნე. 1950 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი. 1958-იდან მუშაობდა ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნებაში" ლიტ. მუშაკად, 1960–80 კი – სახ. თეატრების განყ-ბის გამგედ. გამოიკვლია ქართ. სახ. თეატრების ისტორია, XIX–XX სს. მიჯნის აშუღთა და მუშა-პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები, პროფესორ-მასწავლებელ ქალთა წვლილი თსუ-ის სამეცნ. ცხოვრებაში და სხვ. ქართ. ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სისტემატურად ბეჭდავდა სტატია-პორტრეტებს გამოჩენილ ქართვ. მოღვაწეებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის კოტე მარჯანიშვილისა (1977) და საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის (1997) პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1996) და ივ. ჯავახიშვილის მედლით. მიღებული აქვს ჟურნალისტური კონკურსების დიპლომები და პრიზები.