გოდერძიშვილი დავით გუგულის ძე (დ. 7. VIII. 1963, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004). 1985 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტი. 1986–2006 იყო ამავე ინ-ტის სავეტერინარო ფაკ-ტის მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ – პროფესორი. 2006-იდან საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის სავეტერინარო მედიცინის ფაკ-ტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორია. ეწევა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. გ-მა პირველმა გამოიყენა ცხოველთა ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ ინტერფერონი. დაადგინა ღორის ახ. ლეიკოციტარული ინტერფერონის მაღალი ანტივირუსული ეფექტი მსხვილფეხა პირუტყვის პარაგრიპ-3-ისა და ღორის გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
თხზ.: სავეტერინარო იმუნოლოგია, თბ., 2009; სავეტერინარო ვირუსოლოგია, თბ., 2010.