გოგოხია შოთა დორიმენდონის ძე

გოგოხია შოთა დორიმენდონის ძე (26. IX. 1920, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 22. X. 2009, თბილისი), გერონტოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), საქართვ. დამს. ექიმი (1966). 1942 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1950– 73 იყო აფხ. ჯანდაცვის მინისტრი. 1974–98 მუშაობდა ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის აფხ. სამედ.-დემოგრ. ლაბორატორიის გამგედ. გ. შეისწავლიდა კურორტოლოგიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედ. ისტორიის, ადამიანის ფიზ. განვითარებისა და გერონტოლოგიის საკითხებს. 1973-იდან აფხ. გერონტოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე იყო. 1983 აირჩიეს ლოს-ანჟელესის (აშშ) უნ-ტის საპატიო დოქტორად, 1984 – საერთაშორისო ნატურალური მედიცინის ასოციაციის წევრად. 1990-იდან იყო საქართვ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სოხუმის ფილიალის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: როგორ ავიცდინოთ თავიდან ნაადრევი სიბერე, თბ., 2003; როგორია დღეგრძელთა ცხოვრების წესი, თბ., 2005; Курорты Абхазии, Сух., 1961; Здравоოхранение в Абхазии, Сух., 196