გოგოლი გიული ივლიანეს ძე (დ. 23. II. 1945, სენაკი), ზოოტექნიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (2000). 1972 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტი. 1976–91 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ზოოლოგიის ინ-ტში მეძროხეობის განყ-ბის გამგე, 1991– 2006 – საქართვ. მეცნ. აკადემიის მეცხოველეობის ბიოლ. საფუძვლების სამეცნ.-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელის მოადგილე სამეცნ. დარგში. 1994–2006 ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევით ინ-ტში. 1995–2005 ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გრანტების პროექტს. 2006-იდან საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორია, 2007-იდან – მ. რჩეულიშვილის სახ. მეცხოველეობის ბიოლ. საფუძვლების ინ-ტის დირექტორი. გ. მუშაობს ძროხის ადაპტაცია-აკლიმატიზაციის, ჯიშთაშორისი და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის პრობლემებზე, ასევე სწავლობს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლ. საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის (მ. შ. 12 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგია, თბ., 2004; ჰიბრიდიზაცია სარძეო მეძროხეობაში, თბ., 2009.