თავაძე რუბენ მათეს ძე (1903, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 1941, ქ. ქერჩი), მოქანდაკე. სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1924–29), 1934-იდან – ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინ-ტში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო საქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე (1938– 40). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან. ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორი ზ. ფალიაშვილი (1938, თაბაშირი, თბილ. კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიე), ა. წულუკიძე (ქვა, 1935, ქუთაისი), ბ. ძნელაძე (ბრინჯაო, 1930, ალექსანდრეს ბაღი, ახლანდელი ლეონიძის სახ. ბაღი კ. მერაბიშვილთან ერთად, თბილისი, ამჟამად აღებულია). თ-ის სხვა ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.