თავაძე შალვა მათეს ძე (15. IX. 1907, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 13. I. 1989, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). 1925–28 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ მოსკ. უმაღლეს არქიტ.-სამშ. ინტ-ში, რ-იც დაამთავრა 1931. 1931– 41 ხელმძღვანელობდა საქართვ. სახ. კომისართა საბჭოს ხელოვნ. სამმართველოსთან არსებულ საპროექტო სახელოსნოს. 1956–60 იყო საქართვ. კულტ. სამინისტროს საპროექტო განყ-ბის მთ. არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია და დაშენება (1938–41); სახელმწ. დრამ. თეატრი ქუთაისში (1955, არქიტ. მ. შავიშვილთან ერთად); სახელმწ. დრამ. თეატრი გორში (1938, არქიტ. მ. ჩხიკვაძესთან ერთად); კინოთეატრები: ქუთაისში (1957), ზუგდიდსა (1957) და ფოთში (1958). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1936–41). 1934 საქართვ. არქიტექტორთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად. იყო რეპრესირებული.
თ. გერსამია