ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე

ანდრონიკაშვილი თამაზ პაატას ძე (გ. დაახლ. 1759), კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქიზიყის მოურავი, ერეკლე II-ის მამიდაშვილი.

თავი გამოიჩინა ყაზიყუმუხის სახანოს ხანის სურხაის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1746 ა-მა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილ ლეკთა 15-ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ-შაჰმა სპარსეთში მიიწვია და უხვად დააჯილდოვა. 1747–49 თავი ისახელა აბდულა-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა ერევანზე (1749–51), განჯა-ყარაბაღზე (1750) მოწოყბილ ლაშქრობებში. დიდი როლი ითამაშა აჯი-ჩალაბის საწინააღმდეგო კამპანიებში.

1752 ა-ს დაევალა შინაპატიმრობაში აეყვანა ერეკლე II-ის პოლიტ. მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რ-იც მალე „გაექცა“ მეთვალყურეებს და იმერეთში გადავიდა ლევან აბაშიძესთან. 1754 აპრილში ა. ერეკლე II-ის ბრძანებით დააპატიმრეს და ქიზიყის მოურავად იასე ამილახვარი დანიშნეს. მაგრამ მალე ა. ისევ აღადგინეს ძველ პატივში.

1759 ერეკლე II-მ იგი კვლავ შერისხა.

წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.