ანდრიაწმინდა

ანდრიაწმინდა, სოფელი ისტორიულ სამხრ. საქართველოში, იმერხევში, სოფელ თეთრაკეთის დას-ით (ახალნდ. თურქეთი, ართვინის ვილაიეთი). სახელწოდება ქრისტიანულ ხანაშია წარმოქმნილი (წმ. ანდრიას სახელობის ეკლესიისაგან). ამავე სახელწოდების სოფელი სამცხეშიცაა. ა-ს ოსმ. ბატონობის პერიოდში მეორე სახელი „წითელ-ოღლი“ შერქმევია (აქ მოსახლე წითელაძეებისა თუ წითლიძეების საგვარეულოს თურქიზებული ფორმა).

ლიტ.: სიხარულიძე ი., შავშეთ-იმერხევი, ბათ., 1988.

ი. სიხარულიძე