დიდგორი

დიდგორი, მთა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ქედზე (თრიალეთის ქედის განშტოება), დაბა მანგლისის ჩრდ.-აღმ-ით, მდ. მტკვრის მარჯვ. შენაკადების – ვერისა და ნიჩბისისწყლის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 1631 მ. აგებულია ზედა და შუაეოცენური თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით.

კალთები დამრეცია, დანაწევრებულია ეროზიული ხეობებით. შემოსილია წიფლის ტყით.

მწვერვალზე მეორეული სუბალპ. მდელოა.