დიდგორი, მთა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სოფ. დიღმის ჩრდ.-დას-ით. სიმაღლე ზ. დ. 1275 მ.
აგებულია ზედაეოცენური დანალექი ქანებით. კალთები საშუალოდ დახრილია და შემოსილია ფოთლოვანი ტყით. ჩრდ. კალთის ზემო ნაწილში განვითარებულია ბედლენდი. მთის წვერზე შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.