დეკანოსიძე გენრი ევგენის ძე

დეკანოსიძე გენრი ევგენის ძე (15. IX. 1935, გორი), ფარმაკოქიმიკოსი. მედ. მეცნ. დოქტორი (2003), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2004).

1959 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1959–63 იყო ცხინვალის №1 აფთიაქის მმართველის მოადგილე; 1963-იდან ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინ-ტის ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელია, 1983-იდან – ამავე ლაბორ. გამგე.

დ-მ შექმნა ბრონქოსპაზმოლიზური პრეპარატი „კავსურონი" და ერთ-ერთი პირველი მცენარეული არასტეროიდული, ანტირევმატიული პრეპარატი – „ფაციფლოგინი".

დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 3 მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: წამალთმცოდნეობის მეცნიერული მოსაზრებანი, თბ., 2009 (თანაავტ.: ბ. რაჭველიშვილი, დ. ცინცაძე); Исследование тритерпеновых гликозидов, Тб., 1982 (თანაავტ.); Биологическая роль, распространение и химическое строение тритерпеновых гликозидов, Тб., 1984 (თანაავტ.).