დევდარიანი სეით სარდიონის ძე

დევდარიანი სეით სარდიონის ძე (1879 – 21. IX. 1937), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართვ. ს.-დ. პარტიის წევრი (1900-იდან) და ერთ-ერთი ლიდერი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1898) და ხარკოვის უნ-ტი. XX ს. 10-იან წლებში იყო ს.-დ. ერთ-ერთი ლიდერი ხარკოვში. 1917 დაბრუნდა სამშობლოში.

1917–19 – იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს, ხოლო 1919–21 – საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრი.

ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.–მარტი) შემდეგ აქტ. ჩაება საქართვ. ეროვნ.- განმათ. მოძრაობაში. 1921–24 იყო საქართვ. ს.-დ. პარტიის არალეგ. ცენტრ. კომიტეტის თავ-რე. 1922–24 საქართვ. ანტისაბჭ. ინტერპარტ. პარიტეტული კომიტეტის (იგივე დამოუკიდებლობის კომიტეტის ) წევრი. გარდა პოლიტიკურისა, დ. ეწეოდა აქტ. საზოგადოებრივ და პუბლიც. მოღვაწეობას.

1937 რეპრესიების დროს დახვრიტეს.

თხზ.: საქართველოს ეკონომიკური ვითარებისათვის, ტფ., 1920; ილია ჭავჭავაძე (ფილოსოფია, სოციოლოგია, ესთეტიკა), გაზ. «ლიტერატურული საქართველო », 1936, №13–15.

ლიტ.: ჩ უ ბ ი ნ ი ძ ე ვ., მოგონება. წიგნი მეორე, პარიზი, 1953; აჯანყება – 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ, თბ., 1994 (პირველად გამოიცა 1925 წ.).

ლ. ურუშაძე