დაუშვილი ავთანდილ პარმენის ძე

დაუშვილი ავთანდილ პარმენის ძე (1. IX. 1920, ჭიათურა, – 20. VII. 1984, თბილისი), ინჟინერი მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984).

1947 დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტის ხიდებისა და გვირაბების ფაკ-ტი. 1948–59 მუშაობდა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტში, 1959–64 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. გვირაბებისა და მეტროპოლიტენების კათედრაზე, 1964-იდან გარდაცვალებამდე ამ კათედრას ხელმძღვანელობდა.

დ-მა შექმნა სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების ჰიდროიზოლაციის ახ. ხერხები და კონსტრუქციები, მან პირველმა ჩამოაყალიბა გვირაბების მუდმივი სამაგრის გაანგარიშების მატრიცული ხერხი. მისი შრომები გამოქვეყნებულია პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: გვირაბები, თბ., 1972; Гидроизоляция тоннелей, сооружаемых закрытым способом, Тб., 1971; Расчет тоннельных обделок в матричной форме, М., 1972.