დარასელია მიხეილ კონსტანტინეს ძე

მ. დარასელია

დარასელია მიხეილ კონსტანტინეს ძე [15(28). VI. 1902, ზუგდიდი, – 22. II. 1997, თბილისი], აგრონომი, ნიადაგმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1955), გეოლ.- მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1949), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).

1928 დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის სას.-სამ. ფაკ-ტი. 1928–29 მუშაობდა ოზურგეთის სუბტროპ. კულტურების ცენტრ. საცდელ სადგურში დირექტორად, 1930–74 – ანასეულის ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ნიადაგმცოდნეობისა და მელიორაციის განყ-ბის გამგედ.

1976–88 საქართვ. მეცნ. აკად. სოფ. მეურნ. მეცნ. პრობლემების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი იყო. დაამუშავა ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ჩამორეცხილი ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის საკითხები, შეისწავლა საქართვ. ეწერი და წითელმიწა ნიადაგები.

დ. იყო ნიადაგმცოდნეთა საერთაშ. საზ-ბის წევრი და საქართვ. ნიადაგმცოდნეობის საზ-ბის პრეზიდენტი (1979–97).

მიღებული აქვს სსრკ სახელმწ. პრემია (1951).

თხზ.: Краснозёмные и подзолистые почвы Грузии и их использование под субтропические культуры, Тб., 1949; Динамика почвенных растворов красноземных почв Грузии, Тб., 1974.